კომპიუტერის სიჩქარეზე ყველაზე მეტად დისკი მოქმედებს. ძველი კომპიუტერიც კი, რომელიც ჩართვას წუთობით ანდომებს, SSD-ის ჩადგმის შემდეგ ხშირად ახალივით მუშაობს.
რით განსხვავდება
HDD მექანიკური დისკია: შიგნით მბრუნავი ფირფიტები და მოძრავი თავაკია. ის იაფია და ბევრ ინფორმაციას იტევს, მაგრამ ნელია და დარტყმის ეშინია.
SSD მოძრავი ნაწილების გარეშეა — ინფორმაცია მიკროსქემებში ინახება. ამიტომ 5–20-ჯერ სწრაფია, ჩუმია, ნაკლებ დენს ხარჯავს და დარტყმას უკეთ უძლებს.
რას შეამჩნევთ SSD-ით
- Windows ჩაირთვება 10–20 წამში, ნაცვლად 1–2 წუთისა;
- პროგრამები და ფაილები თითქმის მაშინვე იხსნება;
- ლეპტოპი ნაკლებ ხურდება და ბატარეა მეტხანს ძლებს.
რომელი ავირჩიოთ
სისტემისთვის და პროგრამებისთვის — აუცილებლად SSD (256–512 GB საკმარისია). ფოტოების, ვიდეოების და არქივისთვის თუ ბევრი ადგილი გჭირდებათ, მეორე დისკად შეიძლება HDD დარჩეს.
რჩევა: ძველ კომპიუტერზე დისკის შეცვლა ყველაზე იაფი და ეფექტური განახლებაა. ფაილებსა და Windows-ს ჩვენ თვითონ გადავიტანთ — არაფერი დაიკარგება.